ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა ვაშინგტონიდან ეროვნული გვარდიის გაწვევის ბრძანება გასცა


ეროვნული გვარდიის სამხედრო პოლიცია
ეროვნული გვარდიის სამხედრო პოლიცია

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვირას განკარგულება გასცა, დედაქალაქიდან გაეწვიათ ეროვნული გვარდიის 5 000-მდე ჯარისკაცი. ისინი დაკავებული შავკანიანი მამაკაცის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციების და რიგ შემთხვევაში, მზარდი ძალადობის ფონზე გამოიძახეს.

ვაშინგტონი, 6 ივნისი, 2020
ვაშინგტონი, 6 ივნისი, 2020

პრეზიდენტი ამბობს, რომ ვაშინგტონი "საუკეთესო კონტროლის ქვეშაა". "ისინი შინ მიდიან, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ უკან სწრაფად დაბრუნდნენ" - დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". მან ისიც აღნიშნა, რომ წინა ღამით, დედაქალაქში გამართულ დემონსტრაციაზე, მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მივიდა.

საპროტესტო აქციები ამერიკაში თითქმის ორი კვირაა გრძელდება. შაბათს და კვირას მასობრივი საპროტესტო აქციები მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით გაიმართა. დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანი იყო, თუმცა რამდენიმე ადგილას დაპირისპირებაც მოხდა.

განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ნიუ-იორკში და ლოს-ანჯელესში, სადაც რასიზმის და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა. აქციების ლიდერები პოლიციის რეფორმირებასაც ითხოვენ.

ნიუ-იორკი, 6 ივნისი, 2020
ნიუ-იორკი, 6 ივნისი, 2020

ყოფილი სამხედრო ლიდერების ნაწილი პრეზიდენტს მიმდინარე მოვლენებში სამხედრო ძალის ჩართვის მუქარისთვის აკრიტიკებს. ტრამპმა ვაშინგტონში 82-ე დივიზიის 1 600 ჯარისკაცი ჩამოიყვანა, თუმცა მათი აქტივიზაცია არ მომხდარა. თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა თქვა, რომ არმიის მოქმედი ჯარისკაცების გამოყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უნდა ხდებოდეს.

ვიდეო: რა ხდებოდა შაბათს ვაშინგტონში

Facebook Forum

XS
SM
MD
LG