ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, იურისტების მოსაზრებით, მას აქვს „აბსოლუტური უფლება“ საკუთარი თავის მიმართ შეწყალების განკარგულება გამოსცეს. თუმცა იმავე წინადადებაში მან აღნიშნა, რომ „მას ცუდი არაფერი გაუკეთებია“ ამიტომ ამის საჭიროება არ არის. აღნიშნული განცხადება ამერიკის არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიებას ეხებოდა.
ორშაბათს „ტვიტერზე“, პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ რუსეთის ჩარევის ერთწლიანი გამოძიება „კუდიანებზე დაუსრულებელი ნადირობაა“. კვირას ტრამპის ადვოკატმა და ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა, რუდი ჯულიანიმ, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა სამი პირი შეიწყალა, განაცხადა, რომ პრეზიდენტს არ აქვს „არანაირი მისწრაფება საკუთარი თავზე შეწყალება გამოსცეს“. მისივე თქმით, ღია კითხვაა, თუ რამდენად შეუძლია პრეზიდენტს ამის გაკეთება. ორშაბათს, „ტვიტერზე“ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებაში, პრეზიდეტმა სპეციალური გამომძიებლის დანიშვნას „არაკონსტიტუციური" უწოდა. პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა, რომ ისინი დათანხმდნენ გამოძიებას, რადგან „დემოკრატებისგან განსხვავებით“, მას არაფერი ცუდი არ გაუკეთებია.
იუსტიციის დეპარტამენტის წესების მიხედვით, პრეზიდენტს აქვს იმუნიტეტი და კანონდარღვევის შემთხვევაში, მას ბრალს ვერ წარუდგენენ. თუმცა, მალერის საბოლოო დასკვნის შემდეგ, თუ პრეზიდენტის მხრიდან რაიმე დანაშაული გამოიკვეთება, ამას შესაძლოა ამერიკის საკანონდებლო ორგანოში დამატებითი პროცესი მოჰყვეს. თუ კონგრესი მიიჩნევს, რომ კანონდარღვევას აქვს ადგილი, საკანონდებლო ორგანომ შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს.
Facebook Forum