ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი ტერაქტში ეჭვმიტანილის სიკვდილით დასჯისკენ მოუწოდებს


ნიუ-იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილმა, უზბეკმა იმიგრანტმა, საიფულო საიპოვმა, რომელმაც 8 ადამიანი მოკლა და ბევრი დააშავა, გამომძიებლებს უთხრა, რომ შთაგონება ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ვიდეოების ნახვით მიიღო და თავდასხმისთვის მზადება ერთი წლის წინ დაიწყო.

29 წლის საიპოვმა თქვა, რომ „ჩადენილით კმაყოფილია“ და საავადმყოფოს მის პალატაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის გამოფენის ნებართვა ითხოვა.

პრეზიდენტმა ტრამპმა „ტვიტერით“ გამოაქვეყნა: „ნიუ-იორკის ტერორისტი კმაყოფილი იყო და თან მის პალატაში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ დროშის ჩამოკიდება ითხოვა. მან 8 ადამიანი მოკლა, 12 მძიმედ დაშავდა. სიკვდილით უნდა დაისაჯოს.“

საიპოვს შეიძლება ორი ბრალდება წაუყენონ. ერთი მათგანი სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მას მოითხოვს. მეორე ბრალდებით, შეიძლება სამუდამო პატიმრობის განაჩენი დადგეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG