დონალდ ტრამპის და ანგელა მერკელის ბოლო შეხვედრიდან, რომელმაც თეთრი სახლის განცხადებით, კარგად ჩაიარა, სულ სამი დღის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის მიმართ საყვედური ისევ გაიმეორა. დღეს სოციალურ ქსელ “ტვიტერზე” პრეზიდენტმა ტრამპმა დაწერა: “ისინი საჭიროზე გაცილებით ნაკლებს იხდიან ნატოში და თავდაცვაში. ძალიან ცუდი ამერიკისთვის. ეს შეიცვლება”.
შესაძლოა, ეს იყო პასუხი ანგელა მერკელის განცხადებაზე, რომელიც მან სიცილიაში გამართული დიდი შვიდეულის შეხვდერის შემდეგ გააკეთა. გერმანიის კანცლერის თქმით, ბოლო დღეების მანძილზე ის დარწმუნდა, რომ თითქმის წავიდა ის დრო, როცა “სრულად შეგვეძლო სხვისი მხარდაჭერის იმედი გვქონოდა”. თუმცა, მერკელი დღეს განცხადებაში მეტი გარკვეულობის შეტანას შეეცადა, როცა თქვა, რომ ის ამერიკას და გერმანიას შორის მტკიცე კავშირების ერთგული რჩება.
Facebook Forum