ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადვოკატებს არ სურთ თქმა, მოხსნა თუ არა მან დოკუმენტებს საიდუმლო გრიფი


დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.
დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი.

იმ დროს, როდესაც "ტრამპის დოკუმენტების" გადასახედად დანიშნულმა მოსამართლემ, ამ საქმეზე პირველი მოსმენა დაგეგმა, ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებს არ სურდათ გაემჟღავნებინათ, მოხსნა თუ არა მან გრიფი საიდუმლო დოკუმენტებს, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ტრამპის ფლორიდის სახლის ჩხრეკის დროს ამოიღო.

მოსამართლე რეიმონდ დიარიმ, ორივე მხარეს გადასცა გეგმის პროექტი, რომელიც ტრამპის მიერ სავარაუდოდ გრიფმოხსნილი დოკუმენტების შესახებ დეტალებს მოითხოვს. ტრამპმა საჯაროდ, მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ დოკუმენტებს გრიფი მოხსნა, თუმცა სასამართლოში წარდგენილ ქაღალდებში, მის ადვოკატებს ეს არ დაუდასტურებიათ.

სამშაბათის მოსმენის წინ, სასამართლოში წარდგენილ წერილში ტრამპის ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ახლა ამის დრო არ არის და შესაძლოა ამან ყოფილი პრეზიდენტი აიძულოს, ნებისმიერ მომდევნო ბრალდებაზე დაცვის სტრატეგია გაამჟღავნოს. ადვოკატების განცხადება იყო იმის აღიარება, რომ გამოძიებამ, შესაძლოა, სისხლის სამართლის ბრალის წაყენება გამოიწვიოს.

დიარი, ბრუკლინში უფროსი ფედერალური მოსამართლე, დამოუკიდებელ არბიტრად შეირჩა. ის დაეხმარება საკითხის გადაწყვეტას, თუ რომელი დოკუმენტი არ უნდა გადაეცეს იუსტიციის დეპარტამენტს, იმ 11 000-ზე მეტი დოკუმენტიდან, რომელიც გამოძიების ფედერალურმა ბიურომ, ტრამპის მარალაგოს სახლის ჩხრეკისას ამოიღო. იუსტიციის დეპარტამენტი დოკუმენტების არასწორი გამოყენების საკითხზე გამოძიებას აწარმოებს.

78 წლის დიარი, აშშ-ის საოლქო მოსამართლე აილინ ქენონს მისცემს რეკომენდაციას იმის თაობაზე, თუ რომელი დოკუმენტი ექვემდებარება ადვოკატ-კლიენტის პრივილეგიას (კომუნიკაციის საიდუმლოს) ან საპრეზიდენტო პრივილეგიას, რომელიც პრეზიდენტს უფლებას აძლევს გარკვეული დოკუმენტები, ან ინფორმაცია არ გაამჟღავნოს.

მოსამართლე ქენონის ორდერი დიარის სთხოვს, დოკუმენტების გადახედვა ნოემბრის ბოლომდე დაასრულოს. ორდერი ასევე ითვალისწინებს ტრამპის ადვოკატების მიერ დოკუმენტების გადახედვას და შესაძლოა მათ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომისთვის საჭირო დაშვება არ ჰქონდეთ.

XS
SM
MD
LG