ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ბოლო ნაბიჯი 73 პირის შეწყალება, 70ზე მეტისთვის სასჯელის შემცირებაა


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

მიმავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთ ბოლო ნაბიჯი თეთრ სახლში 73 ადამიანის შეწყალება იყო. ეს გადაწვეტილება პრეზიდენტმა მისი ვადის ამოწურვამდე რამდენიმე საათით ადრე მიიღო.

შეწყალებულთა სიაში მოხვდა ტრამპის საარჩევნო გუნდის, ყოფილი მენეჯერი და უფროსი მრჩეველი სტივ ბენონი. ბენონს ბრალად ათასობით ინვესტორის მოტყუება ედება, რომლებიც მას მექსიკის საზღვარზე კედლის ასაშენებლად აძლევდნენ ფულს, თუმცა ამ სახსრების ნაწილი, პროკურორების თქმით, კამპანიის ოფიციალურ პირების ხელფასებს და საკუთარ პირად დანახარჯებს მოახმარა.

შეწყალებულთა სიაშია ასევე ელიოტ ბროიდი, ტრამპის ყოფილი ფინანსური მრჩეველი, რომელმაც გასულ წელს ბრალი აღიარა, უცხო ქვეყნის ლობირების კანონის დარღვევის გამო.

ტრამპმა შეუმცირა სასჯელი დეტროიტის მერს, კვამე კილპატრიკს, რომელსაც თანამდებობის ბოროტად გამოყენების, გამოძალვის, თაღლითობის, ქრთამისა და დაშინების გამო 20 წლით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

ტრამპმა ასევე შეიწყალა დვაინე კარტერ ჯუნიორი, რეპერი, რომელიც ცნობილი სახელით ლილ ვეინი, რომელიც იარაღის არაკანონიერად შეძენა-შენახვა-გადატანასთან დაკავშირებულ ფედერალურ დანაშაულში იყო დამნაშავედ ცნობილი.

დღეს დილით პრეზიდენტმა, თეთრი სახლი დატოვა და ფლორიდისკენ გაემართა. ის ინაუგურაციას არ ესწრება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG