ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

6 თვის თავზე, შესაძლოა, დონალდ ტრამპი ინტერნეტში დაბრუნდეს 


ამერიკის 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინტერნეტ სივრცეში დაბრუნებას გეგმავს. ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ პრეზიდენტის მრჩეველმა ჯეისონ მილერმა გაავრცელა. მილერი ამბობს, რომ ეს იქნება დიდი დაბრუნება.

მეტიც, ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ინტერნეტ სამყაროში არა მხოლოდ თავის ანგარიშით, არამედ თავისი სოციალური ქსელით დაბრუნებას გეგმავს. მილერი ამბობს, რომ ახალ პლატფორმას მილიონობით, უფრო სწორედ "ათობით მილიონი მომხმარებელი" ეყოლება.

რომელ ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშრომლობს დონალდ ტრამპი ეს უცნობია, ამ დრომდე არ გაჟღერებულა ახალი სოციალური ქსელის სახელიც.

"ახალი პლატფორმა იქნება დიდი. ის მოიზიდავს ათობით მილიონ ადამიანს და შეცვლის დამკვიდრებულ წესებს,"- ამბობს ჯეისონ მილერი. ის აქვე განმარტავს, რომ ახალი სოციალური ქსელი 2-3 თვეში ამუშავდება.

2-3 თვის თავზე კი 5- 6 თვე იქნება გასული მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპს ხუთმა სოციალურმა ქსელმა საკუთარ ანგარიშებზე წვდომა შეუზღუდა მათ შორის, 6 იანვარს განვითარებული მოვლენების გამო, დონალდ ტრამპის ანგარიშები დაბლოკა "ტვიტერმა", "ფეისბუქმა" და "რედიტმა"

Facebook Forum

XS
SM
MD
LG