ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

FBI-ის დირექტორი: "კაპიტოლიუმზე თავდასხმა შიდა ტერორიზმი იყო"


ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა სენატორებს განუცხადა, რომ 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმა შიდა ტერორიზმი იყო.

"ეს თავდასხმა იყო კრიმინალური ქცევა, მარტივად და მკაფიოდ. ეს იყო ის, რასაც გამოძიების ფედერალური ბიურო განმარტავს, როგორც შიდა ტერორიზმს. მისი ადგილი ჩვენს დემოკრატიაში არ არის და მისი შეწყნარება ჩვენი ქვეყნის კანონის უზენაესობას დასაცინს გახდიდა", - განაცხადა ქრისტოფერ ვრეიმ სენატის იურიდიული კომიტეტის წინაშე წარდგომისას.

ქრისტოფერ ვრეიმ განაცხადა, რომ ეს ამბოხი არ იყო "იზოლირებული ინციდენტი" და რომ ქვეყნის წამყვანმა სამართალდამცავმა უწყებებმა 2019 წელს რასობრივ-ეთნიკურ ნიადაგზე მოტივირებული ძალადობრივი, ექსტრემალური ქმედებები მათ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად დაასახელეს. მისი თქმით, ამ ქმედებების მიმართ ყურადღება და გამოძიება თითქმის იმავე დონეზეა მიმართული, როგორც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ქმედებებისა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG