ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დონალდ ტრამპი: სოლეიმანი ადრე უნდა მოეკლათ


შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იცავს ამერიკულ ოპერაციას, რომელმაც ირანის ყველაზე წონიანი გენერალი სოლეიმანი იმსხვერპლა. მან იგნორირება გაუკეთა თეირანის მუქარას, რომ შურს იძიებს. პრეზიდენტმა "ყუდსის ძალების" სარდალს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ათასობით ამერიკელის სიკვდილში დასდო ბრალი და თქვა, რომ ეს თავდასხმა დიდი ხნით "დაგვიანდა".

ტრამპმა ეს განცხადება "ტვიტერში" გამოაქვეყნა და დასძინა, რომ სოლეიმანი სძულდათ და მისი ეშინოდათ [ქვეყნის შიგნით].

დღესვე, უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ტელეკომპანია სი-ენ-ენთან ინტერვიუში განაცხადა, რომ "ირანმა და სულეიმანიმ ვაშინგტონს დიდი არჩევანი არ დაუტოვეს." მან აღნიშნა, რომ სოლეიმანი „მთელ რეგიონში, ამერიკელ დიპლომატებსა და სამხედრო მოსამსახურეებზე თავდასხმის გეგმას აქტიურად ამუშავებდა" და იცოდნენ, რომ "საფრთხე გარდაუვალი იყო".

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სოლეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით შესრულდა და განმარტა, რომ ეს ოპერაცია საზღვარგარეთ ამერიკული პერსონალის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის გამიზნული, გადამჭრელი თავდაცვითი ქმედება იყო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG