ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის გუნდმა სასამართლო დაარწმუნა გადასახდელი ჯარიმის ოდენობის შემცირებაში


25 მარტს, ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წარმატებას მიაღწია სასამართლოში და მას მხოლოდ 175 მილიონი დოლარის ნაღდი ფულის ან ამ ღირებულების ობლიგაციების წარდგენა მოუწევს 10 დღის განმავლობაში. თავდაპირველად, ჯარისმის ოდენობა 454 მილიონი დოლარი იყო.

ეს არ მისცემს ნიუ-იორკის შტატის ხელისუფლებას საშუალებას ჩამოართვას მას აქტივები. ტრამპმს აღნიშნული ჯარიმის წარდგენა მოუწევს, რათა მის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გაასაჩივროს.

ნიუ-იორკის სამოქალაქო საქმეზე ტრამპის პასუხისმგებლობა მილიარდობით დოლარის თაღლითურად გაბერვისთვის დადგა, რათა მიეღო უკეთესი სესხი და სადაზღვევო პირობები. ტრამპის თქმით, საქმე პოლიტიკური ვენდეტაა.

ტრამპს დაეკისრა ზარალის და დამატებით მიღებული შემოსავლის გადახდის ვალდებულება. ეს გადაწყვეტილება აჭიანურებს გადაწყვეტილების აღსრულებას ამ საქმეზე და ყოფილი პრეზიდენტის გუნდს მისი გასაჩივრების შანსს აძლევს.

ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლატიშა ჯეიმსის ოფისმა, რომელიც საქმეში ბრალდების მხარეა, თქვა, რომ ტრამპს "ჯერ კიდევ ემუქრება პასუხისმგებლობა მისი განსაცვიფრებელი თაღლითობისთვის".

„მე დიდ პატივს ვცემ სააპელაციო განყოფილების გადაწყვეტილებას და ძალიან სწრაფად წარვადგენ 175 მილიონ აშშ დოლარს ნაღდ ფულში, ობლიგაციებით ან ფასიანი ქაღალდებით ან რაც საჭიროა“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკის სასამართლოში.

ტრამპმის წინააღდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. სულ ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმეები 91 ბრალდებას მოიცავს და ის მრავალმილიონიან სამოქალაქო დავების განაჩენებს უმკლავდება.

ტრამპის გუნდის იურიდიული მანევრირების შედეგად სამი სისხლის სამართლის პროცესი გადაიდო, თუმცა ნიუ-იორკის მოსამართლემ 25 მარტს დაადგინა, რომ მეოთხე საქმეზე, რომელიც პორნოვარსკვლავისთვის გადახდილ ფულს ეხება, სასამართლო 15 აპრილს დაიწყება.

ამ შემთხვევაში, აშშ-ის ყოფილ ლიდერს ბრალად ედება პორნოვარსკვლავისთვის 130,000 დოლარის გადახდა დუმილის სანაცვლოდ 2016 წლის საარჩევნო კამპანიის წინ, რათა მას არ ესაუბრა საჯაროდ ტრამპთან 10 წლის წინანდელ კავშირზე.

პაუზის მინიჭებამდე, ტრამპს ორშაბათს უნდა წარედგინა 454 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია, რათა საქმე გაესაჩივრებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურორ ჯეიმსს შეეძლო სასამართლოსთვის მოეთხოვა გადაწყვეტილების აღსრულება და მისი აქტივების ჩამორთმევა, მათ შორის, ძვირფასი უძრავი ქონების, როგორიცაა "40 უოლ სტრიტის" შენობა, მანჰეტენზე.

ცალკე სამოქალაქო საქმეში, ტრამპმა 91,6 მილიონი დოლარის გადახდის გარანტია წარადგინა. ამით მან დაფარა მწერალ ე.ჯინ კეროლის, ცილისწამების საქმეზე განაჩენით გათვალისწინებული ჯარიმა. კეროლი მას მატყუარად მოხსენიების გამო უჩიოდა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრეზიდენტი, მან ათწლეულების წინ გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ტრამპი ამ გადაწყვეტილებასაც ასაჩივრებს.

სისხლის სამართლის საქმეები, რომლებსაც ტრამპი უმკლავდება, უკავშირდება 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობას, საიდუმლო დოკუმენტების შენახვას თანამდებობის დატოვების შემდეგ და პორნოვარსკვლავის საქმეს.

ტრამპი ბრალდებებს უარყოფს და მათ პოლიტიკად მოტივირებულად აფასებს.

XS
SM
MD
LG