ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპმა მკაცრად დაგმო “რასისტული ძალადობა”


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში, მკაცრად დაგმო თეთრი რასის უპირატესობის მომხრეთა მარშის ორგანიზატორები. დონალდ ტრამპის თქმით, “რასიზმი ბოროტებაა.” ნეო-ნაცისტებს, კუ-კლუქს კლანის და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეებს ტრამპმა კრიმინალები უწოდა, რომლებიც “ეწინააღმდეგებიან ყველაფერს, რაც ამერიკელების ძვირფასია.” პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელმაც “რასისტული ძალადობა” ჩაიდინა, დაისჯება.

შარლოტსვილში, ვირჯინიის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული მსხვერპლიანი დემონსტრაციის შემდეგ, პრეზიდენტ ტრამპის პირველი რეაქცია შედარებით მოზომილი იყო. მაგრამ, მეორე განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა ორშაბათს შუადღეზე გააკეთა, კონკრეტულად იყვნენ დასახელებული ნეო-ნაცისტები, კუ-კლუქს-კლანის და თეთრი რასის უპირატესობის მომხრეები. “ჩვენ, ამ სიტყვის ყველაზე მკაცრი გაგებით, ვგმობთ სიძულვილის, ზიზღის და ძალადობის ასეთ საშინელ გამოხატვას. ამის ადგილი ამერიკაში არაა. და როგორც აქამდე ბევრჯერ ვთქვი, კანის ფერის მიუხედავად, ჩვენ ყველა ერთი კანონით ვცხოვრობთ“, - განაცხადა ტრამპმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG