ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონლად ტრამპი სავაადმყოფოებს იმაში ადანაშაულებს, რომ ისინი სასუნთქ აპარატებს იმარაგებენ მაშინ, როდესაც მათი საჭიროება არ აქვთ. ახლა, სწორედ, ეს სამედიცინო აპარატებია მთელ ქვეყანაში ყველაზე საჭირო და მოთხოვნადი კორონავირუსის პანდემიის გამო. პრეზიდენტის თქმით, ყველა საავამდყოფომ, რომელიც არ იყენებს სასუნთქ აპარატს, უნდა გადასცეს ის საჭიროების მქონე სამედიცინო დაწესებულებებს.
ტრამპს, კრიზისის დროს, ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ის უსაფუძვლო ბრალდებებს აჟღერებს. ამ განცხადების დროსაც, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის საპირწონედ რაც თქვა. ასევე, არ უსაუბრია კონკრეტულ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც სასუნთქ აპარატებს საჭიროების გარეშე ინახავენ შენობაში.
"ჩვენ გვყავს ზოგიერთი ადამიანი ჯანდაცვის სფეროში, ასევე ზოგიერთი სავაამდყოფო... ისინი აგროვებენ აღჭურვილობას, მათ შორის, სასუნთქ აპარატებსაც," თქვა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 2 დღით ადრე გადაუდებელი სიტუაციების დროს მისთვის მინიჭებული უფლება გამოიყენა და კომპანია "ჯენერალ მოტორსს" სასუნთქი აპარატების წარმოება დაავალა. ცოტა ხნით ადრე კი კომპანიას ბრალი დასდო მოლაპრაკებების დროს "დროის გაფლანგვაში."
Facebook Forum