ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი სოციალური დისტანცირების დასასრულისკენ მიუთითებს


„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ წამალს ქონდეს უარესი შედეგი ვიდრე პრობლემას“, -განაცხადა, დონალდ ტრამპმა. პრეზიდენტის განცხადება შესაძლებელია მიუთითებდეს, რომ მას სულს სოციალური დისტანცირების მიღებული ზომების გაუქმება.

„ჩვენი ქვეყანა არ არის იმისათვის რომ დაიხუროს“, - თქვა პრეზიდენტმა.

ტრამპმა კორონავირუსის სამუშაო ჯგუფთან ერთად ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე, თეთრ სახლში განაცხადა, რომ მომავალი ეკონომიკურ ნაბიჯების შემუშავებაზე, მუშაობა გრძელდება.

„ამერიკა ბიზნესისთვის კიდევ ერთხელ და მალე გაიხსნება“, - განაცხადა ტრამპმა. მისი თქმით, ვირუსის საფრთხის გადაცვლას, სამ-ოთხ თვეზე ნაკლები დასჭირდება. [ექიმებს], რომ შეეძლოთ, "მთელ მსოფლიოს ჩაკეტავდნენ“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გრძელვადიანი ეკონომიკური კრიზისით გამოწვეული გარდაცვალების ფაქტები შეიძლება უფრო მეტი იყოს, ვიდრე კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა.

„ადამიანები იწყებენ უზომო შფოთვას და დეპრესიაში ვარდებიან, მსგავს მიზეზებს სუიციდამდე მივყავართ, საშინელ ეკონომიკას, გარდაცვალების შემთხვევები ახლავს თან“, - თქვა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სურვილს, რომ რაც შეიძლება მალე გახსნას ქვეყანა, ბევრი არ ეთანხმება. რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრამმა მსგავსი ტენდენციის წინააღდეგ მოუწოდა და თქვა, რომ გადაწვეტილება ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებმა უნდა მიიღონ.

„როცა საქმე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გზებს ეხება, მე ჩემს გადაწვეტილებას ვიღებ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებზე დაფუძნებით, როგორიცაა ექიმი ფაუჩი და სხვები, და არა პოლიტიკური მიმომხილველებისგან“, - განაცხადა მან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, სოციალური დისტანციის დაცვა და სახლში დარჩენა, პანდემიის დამარცხების საუკეთესო გზაა.

„არსებობს დისკუსია და დელიკატური ბალანსი იმის თუ რა ზოგადი გავლენა ექნება ყველაფრის დახურვას გაურკვეველი დროით“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ, შეერთებული შტატების ინფექციური და ალერგიული დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა. ფაუჩი თეთრი სახლის კორონავირუსის სამუშაო ჯგუფის წევრია.

„თუ ეკონომიკას მთლიანად დაანგრევ, ინფრასტრუქტურას ჩამოშლი, შენ შეიძლება ახალი ჯანდაცვის პრობლემები და გაუთვალისწინებელი შედეგები გამოიწვიო“. - თქვა მან.

შეერთებულ შტატებში, ჩინეთის და იტალიის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. 24 მარტის მონაცემებით აშშ-ში 41,000 შემთხვევა დაფიქსირდა და დაახლოებით 500 ადამიანი გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG