ყოფილი ირანელი პროკურორი, რომელიც 1988 წელს ათასობით პოლიტიკური პატიმრის სიკვდილით დასჯაშია ბრალდებული, შვედეთში სასამართლოს წინაშე წარდგა.
60 წლის ჰამიდ ნოურის ბრალი ედება, პატიმართა "ძალიან დიდი რაოდენობის განზრახ მკვლელობაში". მთავრობის ბრძანებით მაშინ, დაახლოებით, 5 000 პატიმარი მოკლეს. პროკურატურა აცხადებს, რომ 1988 წლის ივლის-აგვისტოში ნოური ერთ-ერთი პროკურორის მოადგილის ასისტენტად მუშაობდა და სავარაუდოდ გოჰარდაშტის ციხეში მკვლელობებში იღებდა მონაწილეობას. ნოური ყველანაირ ბრალს უარყოდს.
ათობით მოქალაქემ კი სასამართლოს წინ აქციაც გამართა და ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა. შვედეთს საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებს, რომ ნოური 2019 წლის ნოემბერში დააკავეს, როდესაც ის შვედეთში ჩავიდა.
1988 წელს მასობრივად მოკლული მოქალაქეები ირანის პოლიტიკურ-გასამხედროებული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, რომლებიც ხელისუფლების დამხობასა და ახალი მთავრობის შექმნას ცდილობდნენ. ჯგუფი ერაყის არმიასთან თანამშრომლობდა, რომელიც მაშინ ირანს ეომებოდა.
Facebook Forum