ვაშინგტონი —
ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობამ მისი არსებობის მანძილზე პირველად, კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც 82 ქვეყნის ეროვნული თავდაცვის სექტორში არსებული კორუფციის რისკებს სწავლობს. შესწავლილი ქვეყნების კატეგორიზცია შვიდი ჯგუფში მოხდა, საიდანაც საუკეთესო ქულა A მხოლოდ ორმა ქვეყანამ მიიღო, ხოლო ყველაზე ცუდ ქულა F კი 9-მ. საქართველოს ქულაა D- (დი მინუსით). (ქვეყნების სია კატეგორიების მიხედვით იხილეთ სტატის ბოლოს[i].)
ორგანიზაციამ ეროვნული თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციის რისკების შეფასება 5 ფაქტორის ანალიზზე დაყრდნობით გააკეთა. ესენია: პოლიტიკური და ფინანსური რისკები, პერსონალთან და სამოქმედო ოპერაციებითან დაკავშირებული რისკები და სამხედრო შესყიდვები.
საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვისა და უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ლია ვავრო ამბობს, რომ თავდაცვის სექტორში არსებულ კორუფციას დიდი გავლენა აქვს საზოგადოების განვითარებაზე, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. მისი თქმით, სახმედრო სტრუქტურებში მომუშავე უამრავი ადამიანი აცნობიერებს იმას, რომ „კორუფცია ფლანგავს ისედაც შეზღუდული რაოდენობის რესურსებს, ზიანს აყენებს სამხედრო უწყების სამოქმედო შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად ასუსტებს საზოგადოების ნდობას ჯარის მიმართ.“
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი, რთულია თავდაცვის სექტორში კორუფციის მყარი ფაქტების გამოვლენა და მეორე, თავად კორუფციის გაზომვა ნებისმიერ სექტორში პრობლემას წარმოადგენს, ორგანიზაციამ კორუფციის ფაქტების შესწავლის ნაცვლად, კორუფციის რისკების არსებობა შისწავლა. ამაში კი შევიდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თავდაცვის სექტორში არსებული ანტი-კორუპფიული პოლიტიკა და რეგულაციები და სახელმწიფოს მიერ ამ რეგულაციების დაცვის მექანიზმები.
საქართველომ ინდექსში დი მინუსით (D-) შეფასება მიიღო, რამაც ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ კატეგორიაში მოაქცია. დი მინუსი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ანტი-კორუფციული კანონმდებლობა, მაგრამ ამ კანონების დაცვა რეალურად არ ხდება. კვლევის ხელმძღვანელი ლია ვავრო ამბობს:
„საქართველოში ყველაზე მაღალი რისკი შესყიდვების მიმართულებით დაფიქსირდა. მაგლითად, მთავრობის პოლიტიკა არ უზყრნველყოფს ზედამხედველობის პროცესს, რომელიც აუცილებელია სამხედრო შესყიდვების წარმოებისას. ასევე, შეზღუდული იყო თავდაცვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კვლევისას გამოაშკარავდა იარაღით არაკანონიერი ვაჭრობის ფაქტები, რაც შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო.“
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ჩავარდნები დაფიქსირდა თავდაცვის დაფინანსებაშიც. მაგალითად, არ არის გასაჯაროებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თავდაცვის ბიუჯეტის რა პროცენტი იხარჯება საიდუმლო შესყიდვებზე.
საიდუმლო შესყიდვებს ყველა ქვეყანა აწარმოებს, მაგრამ შედარებით გახსნილ ქვეყნებში ცნობილია თავდაცვის ბიუჯეტის პროცენტი, რომელიც საიდუმლო შეიარაღებაზე თუ რესურსებზე იხარჯება. ამ სექტორში საიდუმლოება დასაშვებია სახელმწიფოს სხვა დანახარჯებთან შედარებით, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო საფარი სახელმწიფო მოხელეების მიერ გამოიყენება საკუთარი ინტერესებისთვის. განვითარებად ქვეყნებში თავდაცვის საიდუმლო ბიუჯეტი კორუფციული გარიგებებისა და საქმიანობის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.
ვავრო ამბობს: „ძალიან ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო დანახარჯები კორუფციის დასაფარად გამოიყენება. უმრავლესობა შემთხვევებში საიდუმლო დანახარჯების ბიუჯეტი იმაზე გაციელბით დიდია ვიდრე საჭიროა და ამასთან, საზოგადოებამ არც კი იცის თავდაცვის ბიუჯეტის რა პროცენტია გასაიდუმლოებული.“
კორუფციისა და თავდაცვის რისკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ჩამოწერილი იარაღის განადგურება-გადაყრაა. საქართველოში ეს სფერო საიდუმლოებითაა მოცული და მედიას, ისევე როგორც თეორიულად მაკონტროლებელ ორგანოებს, მაგალითად პარლამენტს, ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, რომელიც ჩამოწერილი იარაღის კვალს გამოავლენს.
თავდაცვის სფეროში თანამდებობებზე ადმაიანების დანიშვნის პროცესს ასევე აკლია გამჭვირვალობა და ზედამხედველობა პარლამენტის ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ:
„აუცილებელია არსებობსდეს მკაცრად განსაზღვრული დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს პროცესები სამართლიანია და ამასთან დაცულია პერსონალური ან პოლიტიკური მიკერძოებისგან,“ აცხადებს ლია ვავრო.
უარყოფით ფაქტორებთან ერთად, საქართველოში დადებითი ძვრებიც დაფიქსირდა: „მთავრობამ სცადა თავდაცვის ისტაბლიშმენტში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთო. თებერვალში, ჩვენი კვლევის დაწყებიდან ცოტა ხანში მთავრობამ მოიწვია მრგვალი მაგიდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო გამჭვირვალობა და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ამ დისკუსიის დანიშნულება მეტი გახსნილობის ხელშეწყობა იყო.“
საქართველოს ნატოსთან დაახლოების სურვილის ფონზე ქვეყნის თავდაცვის სფეროში ბევრი ასპექტია დასახვეწი, მათ შორის, მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლეობით 2 პროცენტის ოდენობის დახარჯვა თავდაცვის სფეროზე, საიდუმლო შესყიდვების რაოდენობის შემცირება და შესყიდვების პროცესში გამჭვირვალობის დანერგვა. კვლევა აცხადებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომლებიც ქვეყნის წინაშ დგას, საქართველოს მთავრობას რამდენიმე დადებითი მცდელობა ჰქონდა გამოასწოროს მდგომარეობა თავდაცვის სექტორში.
ორგანიზაციამ ეროვნული თავდაცვის სფეროში არსებული კორუფციის რისკების შეფასება 5 ფაქტორის ანალიზზე დაყრდნობით გააკეთა. ესენია: პოლიტიკური და ფინანსური რისკები, პერსონალთან და სამოქმედო ოპერაციებითან დაკავშირებული რისკები და სამხედრო შესყიდვები.
მთავრობის პოლიტიკა არ უზყრნველყოფს ზედამხედველობის პროცესს, რომელიც აუცილებელია სამხედრო შესყიდვების წარმოებისას[...] კვლევისას გამოაშკარავდა იარაღით არაკანონიერი ვაჭრობის ფაქტები, რაც შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო...ლია ვავრო
გამომდინარე იქიდან, რომ ჯერ ერთი, რთულია თავდაცვის სექტორში კორუფციის მყარი ფაქტების გამოვლენა და მეორე, თავად კორუფციის გაზომვა ნებისმიერ სექტორში პრობლემას წარმოადგენს, ორგანიზაციამ კორუფციის ფაქტების შესწავლის ნაცვლად, კორუფციის რისკების არსებობა შისწავლა. ამაში კი შევიდა ისეთი ფაქტორები, როგორიცაა თავდაცვის სექტორში არსებული ანტი-კორუპფიული პოლიტიკა და რეგულაციები და სახელმწიფოს მიერ ამ რეგულაციების დაცვის მექანიზმები.
საქართველომ ინდექსში დი მინუსით (D-) შეფასება მიიღო, რამაც ქვეყანა ერთ-ერთ ყველაზე დაბალ კატეგორიაში მოაქცია. დი მინუსი იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას აქვს ანტი-კორუფციული კანონმდებლობა, მაგრამ ამ კანონების დაცვა რეალურად არ ხდება. კვლევის ხელმძღვანელი ლია ვავრო ამბობს:
„საქართველოში ყველაზე მაღალი რისკი შესყიდვების მიმართულებით დაფიქსირდა. მაგლითად, მთავრობის პოლიტიკა არ უზყრნველყოფს ზედამხედველობის პროცესს, რომელიც აუცილებელია სამხედრო შესყიდვების წარმოებისას. ასევე, შეზღუდული იყო თავდაცვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. კვლევისას გამოაშკარავდა იარაღით არაკანონიერი ვაჭრობის ფაქტები, რაც შემაშფოთებელი აღმოჩენა იყო.“
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ჩავარდნები დაფიქსირდა თავდაცვის დაფინანსებაშიც. მაგალითად, არ არის გასაჯაროებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ თავდაცვის ბიუჯეტის რა პროცენტი იხარჯება საიდუმლო შესყიდვებზე.
საიდუმლო შესყიდვებს ყველა ქვეყანა აწარმოებს, მაგრამ შედარებით გახსნილ ქვეყნებში ცნობილია თავდაცვის ბიუჯეტის პროცენტი, რომელიც საიდუმლო შეიარაღებაზე თუ რესურსებზე იხარჯება. ამ სექტორში საიდუმლოება დასაშვებია სახელმწიფოს სხვა დანახარჯებთან შედარებით, მაგრამ შეშფოთებას იწვევს ის, რომ ხშირად ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო საფარი სახელმწიფო მოხელეების მიერ გამოიყენება საკუთარი ინტერესებისთვის. განვითარებად ქვეყნებში თავდაცვის საიდუმლო ბიუჯეტი კორუფციული გარიგებებისა და საქმიანობის ერთ-ერთი უდიდესი წყაროა.
ვავრო ამბობს: „ძალიან ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ეროვნული უსაფრთხოება და საიდუმლო დანახარჯები კორუფციის დასაფარად გამოიყენება. უმრავლესობა შემთხვევებში საიდუმლო დანახარჯების ბიუჯეტი იმაზე გაციელბით დიდია ვიდრე საჭიროა და ამასთან, საზოგადოებამ არც კი იცის თავდაცვის ბიუჯეტის რა პროცენტია გასაიდუმლოებული.“
კორუფციისა და თავდაცვის რისკების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო ჩამოწერილი იარაღის განადგურება-გადაყრაა. საქართველოში ეს სფერო საიდუმლოებითაა მოცული და მედიას, ისევე როგორც თეორიულად მაკონტროლებელ ორგანოებს, მაგალითად პარლამენტს, ხელი არ მიუწვდება ინფორმაციაზე, რომელიც ჩამოწერილი იარაღის კვალს გამოავლენს.
თავდაცვის სფეროში თანამდებობებზე ადმაიანების დანიშვნის პროცესს ასევე აკლია გამჭვირვალობა და ზედამხედველობა პარლამენტის ან სხვა მარეგულირებელი ორგანოს მიერ:
„აუცილებელია არსებობსდეს მკაცრად განსაზღვრული დანიშვნისა და დაწინაურების კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ეს პროცესები სამართლიანია და ამასთან დაცულია პერსონალური ან პოლიტიკური მიკერძოებისგან,“ აცხადებს ლია ვავრო.
უარყოფით ფაქტორებთან ერთად, საქართველოში დადებითი ძვრებიც დაფიქსირდა: „მთავრობამ სცადა თავდაცვის ისტაბლიშმენტში სამოქალაქო საზოგადოება ჩაერთო. თებერვალში, ჩვენი კვლევის დაწყებიდან ცოტა ხანში მთავრობამ მოიწვია მრგვალი მაგიდა, რომელსაც თავდაცვის სამინისტრო, საერთაშორისო გამჭვირვალობა და რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. ამ დისკუსიის დანიშნულება მეტი გახსნილობის ხელშეწყობა იყო.“
საქართველოს ნატოსთან დაახლოების სურვილის ფონზე ქვეყნის თავდაცვის სფეროში ბევრი ასპექტია დასახვეწი, მათ შორის, მთლიანი ეროვნული პროდუქტის დაახლეობით 2 პროცენტის ოდენობის დახარჯვა თავდაცვის სფეროზე, საიდუმლო შესყიდვების რაოდენობის შემცირება და შესყიდვების პროცესში გამჭვირვალობის დანერგვა. კვლევა აცხადებს, რომ მიუხედავად ამ სირთულეებისა, რომლებიც ქვეყნის წინაშ დგას, საქართველოს მთავრობას რამდენიმე დადებითი მცდელობა ჰქონდა გამოასწოროს მდგომარეობა თავდაცვის სექტორში.
[i] ქვეყნების სია კატეგორიების მიხედვით: A ავსტრალია, გერმანია; B ავსტრია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, შვედეთი, ტაივანი, ბრიტანეთი, შეერთებული შტატები; C არგენტინა, ბრაზილია, ბულგარეთი, ჩილე, კოლუმბია, ხორვატია, ჩეხეთის რესპუბლიკა, საფრანგეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, იაპონია, ლატვია, პოლონეთი, სლოვაკეთი, ესპანეთი; D+ ბოსნია და ჰერცოგოვინა, კვიპროსი, ინდოეთი, ისრაელი, კენია, ქუვეითი, ლიბანი, მექსიკა, ნეპალი, სერბეთი, სინგაპური, სამხრეთ აფრიკა, ტაილანდი, უკრაინა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები; D- ბანგლადეში, ბელარუსი, ჩინეთი, ეთიოპია, საქართველო, განა, იორდანია, ყაზახეთი, მალაიზია, პაკისტანი, პალესტინა, რუსეთი, რუანდა, ტანზანია, თურქეთი; E ავღანეთი, ბაჰრეინი, სპილოს ძვლის ნაპირი, ინდონეზია, ირანი, ერაყი, მაროკო, ნიგერია, ომანი, ფილიპინები, ყატარი, საუდის არაბეთი, შრი ლანკა, ტუნისი, უგანდა, უზბეკეთი, ვენესუელა, ზიმბაბვე; F ალჟირი, ანგოლა, კამერუნი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეგვიპტე, ერითრია, ლიბია, სირია, იემენი