იუსტიციის მინისტრის მოადგილის გიორგი ვაშაძის თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ კვლევა ევროპული მეთოდოლოგიის გამოყენებით ჩატარდა:
”საქართველო ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული ქვეყანაა ევროპაში. ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელიც ჩვენ მოვინდომეთ და მივაღწიეთ. საქართველომ არა მხოლოდ ის შეძლო, რომ კორუფცია დაამარცხა, არამედ ის ევროპული და ზოგადად მსოფლიო მიდგომა შეცვალა, რომ თითქოს კორუფცია არის კულტურა, არის კავშირში საზოგადოებასთან და მისი დამარცხება მოკლე ვადებში შეუძლებელია. ჩვენ გადავლახეთ ეს ბარიერი, იმიტომ რომ ყველამ ერთად მოვინდომეთ და კონკრეტულ შედეგებს მივაღწიეთ.”
”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი თვლის, რომ მიუხედავად პოზიტიური წინსვლისა ბრძოლაში კორუფციასთან, საქართველოში ელიტარული კორუფცია დამკვიდრდა:
” ელიტური კორუფცია დამკვიდრდა საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ უმაღლესი თანამდებობის პირები არიან კორუფციულ აღებ-მიცემაში ჩართული. ვგულისხმობ დაწყებული უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის და მისი ოჯახის საქმიანობით დასრულებული რამდენიმე საკვანძო ფიგურით, რომლებიც არიან ძირითადად კორუფციის მონოპოლისტები. რაც შეეხება აშკარად თვალსაჩინო კორუფციულ გამოვლინებებს, ეს არის შესყიდვები, პრივატიზაციის პროცესი, რომელიც ძალიან თვალნათლივ გვანახებს თუ რა მასშტაბის, რა ხარისხის უტიფრობით არის გამორჩეული ის კოპუფციული მადა, რომელიც გააჩნია სააკაშვილს, მის გარემოცვას და მის ოჯახს. ჩვენ გვახსოვს 1 ლარად მიყიდული შენობები სააკაშვილის დედისთვის, გვახსოვს ბენდუქიძესთან მიმართებაში ,როცა აგრარული უნივერსიტეტი ასევე სიმბოლურ ფასად იყო გაყიდული.. ამგვარი ძალიან ბევრი ფაქტი შეგვიძლია დავასახელოთ, როცა სიმბოლურ ფასად ყოველგვარი სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური ინტერესების გათვალიწინების გარეშე ხდება ხოლმე ქონების გადაცემა უშუალოდ ხელისუფლების წარმომადგენლების, ან მათი ოჯახისადმი. მაგალითები იმდენია, რომ ყველას ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანდა. მთავარია რაც სახეზეა და რაც დარჩა, ეს არის ელიტარული კორუფცია, რომელიც ყვავის სააკაშვილის კარზე ..”ცენტრ პოინტის მაგალითი რომ არ ვახსენო არ შეიძლება, 6 200 ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.. ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ვიცი ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა.”
კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის” ლიდერი ლევან ჩოლოყაშვილი ამბობს:
”ჩვენთვის წესად ჩამოყალიბდა და აღარც კი გვახსოვს როგორ იყო , რომ ყველგან საჭირო იყო ქრთამის მიცემა. ამას წინათ ჩამოსული იყო დელეგაცია რუსეთიდან, რომლებმაც დაათვალიერეს ბევრი რაღაცეები, მათ შორის ნახეს ჩვენი იუსტიციის სახლი რუსთავში და თქვეს, რომ კარგი იქნებოდა ასეთი ტიპის მომსახურება ყოფილიყო რუსეთშიც.. თქვენ ეთერს ხშირად ალბათ უსმენენ ჩვენი თანამემამულეები უცხოეთში მცხოვრებლები, მათ კარგად ემახსოვრებათ როდესაც სახეწლმწიფო მოხელე რაღაც ”ვალს” გადებდა როცა მიდიოდი რაიმე ცნობის ასაღებად, პატარა ფანჯარაში იყო გაუთავებელი რიგი. რომ დაგლაპარაკებოდა, უკვე წარმატება იყო. მეტსაც გეტყვით,მივიწყებულია ბიუროკრატია და ფორმალობები, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ ახრჩობდა ქვეყანას. შესაბამისად გამარტივდა პირადობის მოწმობის აღება , ბიზნესის წამოწყება, ფირმების რეგისტრაცია. სამგზავრო წესების დარღვევის დროსაც უკვე არავის აზრადაც არ მოსდის, პატრულს თანხა შესთავაზოს.
ამაზე ორი აზრი არ არის... კარგად მახსოვს ე.წ. გაიშნიკები რომ იდგნენ ყოველ ნაბიჯზე, ორი ლარიდან იწყებოდა ქრთამის გამოძალვა.. ახალ ჩემი შვილის თაობა, 20-25 წლის ახალგაზრდებმა საერთოდ არ იციან, ასეთი რამ თუ შეიძლება ხდებოდეს. ერთად ერთი, თუ ვინმე სტუმრად ჩამოსულს შეიძლება ხელი წაუწვდეს , მაგრამ ქართველი მასპინძელი მაშინვე ეუბნება რომ ასეთი რამ ჩვენთან დასჯადია. ბევრი ჩამოდის სომხეთიდან , აზერბაიჯანიდან, ავტომობილები გაყავთ პოთიდან. ან ტურისტები, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით მოძრაობენ , ასევე ირანელები, მოკლედ უცხოელები ძალიან ბევრია და თუ ვინმეს კიდევ აქვს ეს მანკიერი ჩვევა ჩემორჩენილი თავის ქვეყანაში, ქართველი მასპინძელი ეუბნება, რომასეთი რამ არ გაბედოს , იმიტომ რომ საქართველოში ეს არის დასჯადი.”