ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფაუჩი თვლის, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად უმკაცრესი ზომები უნდა გატარდეს


ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამბობს, რომ ის ეროვნული მასშტაბით ქვეყნის ჩაკეტვის მომხრეა. მისი აზრით, ასე ქვეყანა კორონავირუსის გავრცელებისგან თავს მეტად დაიცავს. ფაუჩის სურს, რომ ასეთი მკაცრი ზომა, სხვა რამდენიმე ქვეყნის მსგავსად, ამერიკამაც მიიღოს.

ფაუჩიმ ტელეკომპანია "სი-ენ-ენს" უთხრა, რომ მას სურს "მაქსიმალურად შემცირდეს პერსონალური ინტერაქცია" ისეთ ადგილებში, როგორიცაა რესტორნები, ბარები და მოუწოდა ხალხს დარჩნენ სახლებში.

"ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს. ამერიკაში ცხოვრება ისეთი არ იქნება, როგორც აქამდე იყო. უნდა გავიაზროთ, რომ ის უნდა გავაკეთოთ, რაც ამერიკული საზოგადოებისთვისაა საუკეთესო," თქვა ფაუჩიმ.

ფაუჩიმ თეთრ სახლში ყოფნის დროს განაცხადა, რომ "უარესი ჯერ წინაა."

სკოლების უმეტესობა ამერიკაში ახლა დახურულია. აკრძალულია დიდი შეკრებები, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეში შეკრებები.

დღეს ქალაქ ნიუ-იორკში, სადაც ქვეყნის ყველაზე დიდი სასკოლო სისტემაა, სკოლები დაიხურა. გადაწყვეტილება ქალაქის მერმა მიიღო. ზოგიერთი ოფიციალური პირი მერს რესტორნებისა და ბარების დახურვასაც სთხოვს.

ჯერ-ჯერობით სკოლების, ბიზნესებისა და სხვა მსგავსი ადგილების დახურვის გადაწყვეტილება ადგილობრივი მთავრობების დონეზე ხდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG