ამერიკის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, სირიის და უკრაინის საკითხებზე სასაუბროდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდება.
„სირიის საკითხის გარშემო სახელმწიფო მდივანი აპირებს ისაუბროს კონფლიქტი დესკალაციის, ჰუმანიტარული დახმარების და კონფლიქტის პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“, - ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებაში.
აღნიშნულ შეხვედრას წინ უძღვის თავდაცვის მდივნის, ჯიმ მატისის მცდელობა ახლოს შეისწავლოს რუსეთის გეგმა სირიაში „დეესკალაციის“ ზონების შექმნის თაობაზე.
გასულ კვირას, რუსეთი, თურქეთი და ირანი დაეთანხმნენ მოსკოვის გეგმას შექმნან კონფლიქტის „დეესკალაციისკენ“ მიმართული ნაწილები ქვეყანაში. რუსეთის განცხადებით, ამერიკის მხარდაჭერილი კოალიცია ამ ინიციატივის მონაწილე არ იქნება.
Facebook Forum