ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკა სირიაში "დე-ესკალაციის ზონების" შექმნის პროცესს შეამოწმებს


თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი ამბობს, რომ ამერიკა დეტალურად შეისწავლის და შეამოწმებს რუსეთის გეგმას სირიაში „დეესკალაციის ზონების“ შექმნის შესახებ.

„ეშმაკი ყოველთვის დეტალებშია“ - განაცხადა მატისმა ორშაბათს, როდესაც ამ ინიციატივის შესახებ კითხვებს პასუხობდა.

გასულ კვირას რუსეთი, თურქეთი და ირანი შეთანხმდნენ მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ გეგმაზე იმის შესახებ, რომ სირიაში ე.წ. „დეესკალაცის ზონები
შეიქმნას. რუსეთის გეგმით, საომარი მოქმედებები უნდა შემცირდეს იმ ოთხ რეგიონში, რომლებსაც ძირითადად ამბოხებულები და არა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტები აკონტროლებენ.

ინიციატივა პარასკევ ღამიდან ამოქმედდა. რუსეთი ამბობს, რომ ეს ზონები დაკეტილია ამერიკის ლიდერობით მოქმედი კოალიციისთვისაც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG