ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი ჩინეთში მეორედ მიემგზავრება


ტილერსონი და ლუ იანდონგი სახელმწიფო დეპარტამენტში
ტილერსონი და ლუ იანდონგი სახელმწიფო დეპარტამენტში

ჩინეთში მეორედ გამგზავრებამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლუ იანდონგი მიიღო. მათი შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში ხუთშაბათს გაიმართა და მას განათლების დეპარტამენტის მდივანი ბეტსი დევოსიც ესწრებოდა.

ტილერსონის ჩინეთში ვიზიტის მთავარი ამოცანაა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი ჩინეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტს ამზადებს. დონალდ ტრამპი პეკინს ნოემბერში ეწვევა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG