ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩინეთი ჩრ. კორეიდან იმპორტს კრძალავს


ჩინეთი
ჩინეთი

დღეს ჩინეთმა გამოაცხადა, რომ გაეროს მიერ, ამ თვის დასაწყისში დაწესებული ახალი სანქციების შესაბამისად, ჩრდილოეთ კორეიდან ქვანახშირის, რკინის მადნის, ზღვის პროდუქტების და სხვა ნაწარმის იმპორტს კრძალავს.

ჩინეთის ლიდერებმა იმ სანქციების სრულად აღსრულების პირობა დადეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო, ჩინეთის და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხვა წევრების მიერ ერთხმად იქნა მიღებული.

შესაძლოა სანქციებმა ჩრდილოეთ კორეის ექსპორტი 1 მილიარდი დოლარით შეკვეცოს.

ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ 5 სექტემბრისთვის, სანქციები სრულად ამოქმედდება

Facebook Forum

XS
SM
MD
LG