ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტილერსონი: რუსეთი ამერიკისთვის საფრთხეს წარმოადგენს


რექს ტილერსონი სენატის წინაშე
რექს ტილერსონი სენატის წინაშე

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პოსტზე წარდგენილი რექს ტილერსონი აცხადებს, რომ რუსეთი შეერთებული შტატებისთვის საფრთხეს წარმოადგენს და მან პასუხი უნდა აგოს თავისი ქმედებებისთვის.

ეს განცხადება ტილერსონმა დღეს, სენატის წინაშე გააკეთა. საჯარო გამოსვლისას, რომელიც რამდენიმე წამყვან არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემა, ტილერსონმა განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთის აღმავლობით შეშფოთებული უნდა იყოს და რომ „რუსეთთან მის ამბიციებზე ღია და გულწრფელი დიალოგი უნდა დაიწყოს.“

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტში ტილერსონის მოსმენები ახლაც გრძელდება, ეს კანდიდტის დამტკიცების პროცედურის ნაწილია, სადაც მას კითხვებს ამერიკელი სენატორები უსვამენ.

XS
SM
MD
LG