ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეის საკითხზე სამუშაოდ, ტილერსონი აფრიკაში ვიზიტს წყვეტს


შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული გადაუდებელი საკითხების გამო, აფრიკაში ვიზიტს დაახლოებით ერთი დღით ამოკლებს.

ტილერსონის აფრიკაში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ მიიღო ჩრდილოეთ კორეის მიწვევა, მის ლიდერ კიმ ჯონ-უნთან, მაისის თვეში პირდაპირი მოლაპარაკების შესახებ. კონკრეტული გეგმები ჯერ არ არსებობს.

ორშაბათს ტილერსონი ჩადს ეწვია და ქვეყნის პრეზიდენტ იადრის დების შეხვდა. შინ დაბრუნებამდე, ამერიკის პირველი დიპლომატი ნიგერიის დედაქალაქ აბუჯაში, ქვეყნის პრეზიდენტ მუჰამადუ ბუჰარისთან მოსალაპარაკებლად გაფრინდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG