ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის მსოფლიო ინდექსს აქვეყნებს


გლობალური ანტი-კორუფციული ოგრანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა” კორუფციის ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს. მაქსიმალური 100-დან 52 ქულით საქართველო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ლიდერობს.

კორუფციის ინდექსში ქვეყნები 0-დან 100 ქულამდე ფასდებიან, სადაც 0 ყველაზე კორუმპირებულს, 100 ქულა კი კორუფციისგან თავისუფალ ქვეყნებს ენიჭება. 2015 წელს 100 ქულა არც ერთ ქვეყანას არ მიუღია, ქვეყნების ჩამონათვალს დანია ლიდერობს 91 ქულით, მეორე ადგილზეა ფინეთი (90) და მესამეზე შვედეთი (89). ყველაზე ნაკლები 8 ქულა მეინიჭა სომალის და ჩრდილოეთ კორეას.

როგორც დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის წინასიტყვაობაში წერია, არ არსებობს კორუფციისგან მთლიანად თავისუფალი ქვეყანა.

“კორუფციის ინდექსი 2015 ნათლად აჩვენებს, რომ კორუფცია ავადმყოფობასავითაა მსოფლიოს მოდებული. 2015 წელი ასევე იყო წელი, როცა ხალხი კორუფციის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა და მთავრობებს მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა,” აცხადებს “საერთაშორისო გამჭვირვალობის” ხელმძღვანელი ხოსე უგაზი.

კორუფციის ინდექსი 2015 ნათლად აჩვენებს, რომ კორუფცია ავადმყოფობასავითაა მსოფლიოს მოდებული. 2015 წელი ასევე იყო წელი, როცა ხალხი კორუფციის წინააღმდეგ ქუჩებში გამოვიდა და მთავრობებს მის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა
ხოსე უგაზი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა"

ანგარიში 168 ქვეყნის კორუფციის მდგომარეობას მიმოიხილავს. ყოველწლიური ინდექსის მიხედვით, კორუფციის მხრივ მძიმე მდგომარეობაა ქვეყნებში, რომლებმაც 50 ქულაზე ნაკლები მიიღეს. ორგანიზაციის თქმით სწორედ ასეთია მსოფლიოს ქვეყნების ორი-მესამედი. მსგავს ქვეყნებში მსოფლიოს 6 მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩამონათვალში, რომელსაც 52 ქულით საქართველო ლიდერობს, ბოლო ადგილზე თურქმენეთია 18 ქულით.

რეგიონში კორუფცია უდიდეს გამოწვევად რჩება, ამას ემატება რეპრესიაბი. დაბალი მაჩვენებელი აქვს უნგრეთს, პოლონეთს, თურქეთს, სადაც პოლიტიკოსები სახელმწიფო ინსტიტუტებს ძალაუფლების გასაზრდელად იკავებენ.

ანგარიშში ასევე ვკითხულობთ: “სახიფათოა ვითარება აზერბაიჯანში, ყაზახეთში, რუსეთსა და უზბეკეთში, სადაც მთავრობები მთლიანად ახშობენ ან ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოებას და თავისუფალ მედიას. მძიმეა ვითარება უკრიანაში, სადაც მთავრობა რეფორმების გატარებაში ფეხს ითრევს.”

ანგარიშის რეკომენდაციების ნაწილში “საერთაშორისო გამჭვირვალობა” აცხადებს, რომ “კანონებს კბილი, [მეტი ძალა] ჭირდება და რომ კანონმდებლობა მხოლოდ წიგნებში არ უნდა არსებობდეს.”

XS
SM
MD
LG