ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 3 ადამიანი დააკავეს


ბრიტანეთის პოლიციამ სამშაბათს, 15 აგვისტოს ორ მამაკაცსა და ერთ ქალს ყალბი დოკუმენტების ფლობისთვის, ბრალი წაუყენა. BBC-ის ინფორმაციით ისინი რუსეთისთვის ჯაშუშობაში არიან ეჭვმიტანილნი.

დაკავებულები ეროვნებით ბულგარელები არიან, რომლებიც, სავარაუდოდ რუსული სადაზვერვო სამსახურებისთვის მუშაობდნენ. ისინი ფართომასშტაბიანი ეროვნული უსაფრთხოების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.

ლონდონის მეტროპოლიტენის პოლიციამ დაადასტურა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის ოფიცრებმა 5 ადამიანი თებერვალში დააკავეს, ხოლო სამ მათგანს ბრალი წაუყენეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების არასათანადო განზრახვით ფლობაში.

პოლიციის განცხადებაში დასახლეებულები არიან: 45 წლის ორლინ რუსევი, 42 წლის ბისერ ჯამბაზოვი და 31 წლის კატრინ ივანოვა. ისინი ლონდონის ოლდ ბეილის სასამართლოში პირველად ივლისის თვეში გამოცხადნენ და მათ პატიმრობა შეეფარდათ.

პოლიციამ უარი თქვა კომენტარი გაეკეთებინა იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა ეს ადამიანები შემჩნეული რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში.

ბოლო დროს, ბრიტანეთმა განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება საგარეო საფრთხეებზე და გასულ თვეში მიიღო ეროვნული უსაფრთხოების ახალი კანონი, რომელიც მიზნად ისახავს შეაჩეროს შპიონაჟი და უცხოური სახელმწიფოების ჩარევა განახლებული ინსტრუმენტებითა და სისხლის სამართლის დებულებებით.

XS
SM
MD
LG