ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ქალთა მარში" წელს მესამედ გაიმართა


ქალთა მარში ვაშინგტონში, 2019
ქალთა მარში ვაშინგტონში, 2019

ასობით ათასი ქალი კიდევ ერთხელ შეიკრიბა შეერთებული შტატებისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. “ქალთა მარშის” მთავარი მოთხოვნა გენდერული თანასწორობის მიღწევაა. ისინი ისეთ პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას, როგორიცაა იმიგრანტთა უფლებები, გარემოსდაცვა თუ სხვა.

ქალთა მარში ვაშინგტონში
ქალთა მარში ვაშინგტონში

ეს მესამე ასეთი მარშია. პირველი “ქალთა მარში” 2017 წელს გაიმართა. დონალდ ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს. ანუ პრეზიდენტის პოსტზე ტრამპის პირველ სამუშაო დღეს ასულობით ათასმა ადამიანმა მისი პოლიტიკა გააპროტესტა. მართალია მარშის ცენტრალური ნაწილი ვაშინგტონი იყო, მაგრამ მისი მიზნების სოლიდარობის ნიშნად, მსგავსი მსვლელობები გაიმართა 600-მდე სხვადასხვა ადგილას შტატებსა და მსოფლიოში.

წელს მსვლელობა ისეთი მასშტაბური აღარ იყო, როგორც სამი წლის წინ. ორგანიზატორები რამდენიმე კვირის წინ აცხადებდნენ, რომ ასეულობით ათას მონაწილეს ელოდებოდნენ ვაშინგტონში. დაახლოებით იმდენს, რამდენიც 2017 წელს გამოვიდა ქუჩებში დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო პირდაპირი გზავნილებით.

თუმცა ეროვნული პარკების სამსახურმა ოფიციალურ ნებართვაში, რომელიც ღონისძიების ორგანიზატორებს დაუმტკიცა, 10 000-მდე ადამიანი იყო მითითებული.

"ქალთა მარში", ნიუ იორკი, აშშ. 19 იანვარი, 2019
"ქალთა მარში", ნიუ იორკი, აშშ. 19 იანვარი, 2019

მარშის საკითხი წელს ქალთა მოძრაობის ორგანიზატორებს შორის დაპირისპირების ფონზე გაიმართა, რამაც შესაძლოა იმოქმედა კიდეც საორგანიზაციო საკითხებზე და მობილიზაციის მასშტაბებზე. ქალთა მოძრაობის რამდენიმე ლიდერს რასისტული და ანტისემიტისტური განცხადებების გაკეთებაში დასდეს ბრალი, ზოგი ამბობდა, რომ საიდუმლო ფინანსური ოპერაციებიც მიმდინარეობდა.

გარდა ამისა, მოძრაობის ზოგიერთი ორგანიზატორი თანათავმჯდომარეებს გადადგომისკენ მოუწოდებდა. ის ლიდერები, რომელთა მიმართაც ეს ბრალდებები ისმოდა, გამუდმებით უარყოფდნენ ნებისმიერი შეუსაბამო ქცევისა და გამოთქმების ფაქტებს. რამდენიმე პარტნიორი ორგანიზაცია წლევანდელ ლიდერთა სიაში უკვე აღარ არის. 2017 წლის მსგავსად სოლიდარობის მარშები გაიმართა ამერიკის სხვა ქალაქებსა და ევროპისა და სხვა კონტინენტების ისეთ ქალაქებში, როგორებიცააა ლონდონი, პარიზი, სიდნეი და სხვები.

"ქალთა მარში", 2019 წელი, ნიუ-იორკი, აშშ.
"ქალთა მარში", 2019 წელი, ნიუ-იორკი, აშშ.

თუმცა მარშის მონაწილეები ამბობენ, ამ უსიამოვნებებს გავლენა არ მოუხდენია მათ სურვილზე, გამოსულიყვნენ და გენდერული უთანასწორობა გეპროტესტებინათ.

"ეს წინააღმდეგობრივი განცხადებები ნამდვილად მაფიქრებდა, მაგრამ ეს მე ვერ შემაჩერებს, პირიქით, ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ აქ ვიდგეთ", - თქვა ნაომი ზიპურსკიმ სან-ფრანცისკოში გამართული ადგილობრივი მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ები სტეინი ტრანსგენდერ ადამიანთა უფლებების აქტივისტია. ის 2019 წლის მარშის საორგანიზაციო კომიტეტის წევრია და ამბობს:

"მე ებრაელი ტრანსგენდერი ქვიარ ქალი ვარ. მე დღეს აქ ვარ, ჩემს ებრაელ ოჯახთან და ჩემს ლგბტქ და ტრანსგენდერ ოჯახთან ერთად. ჩვენ ერთად ვამბობთ ხმამაღალი შეძახილებით, რომ მთელი არსებით ვართ ის, რაც ვართ, მთელი ჩვენი იდენტობით", - ამბობს აქტივისტი.

"ქალთა მარში", ტორონტო, ონტარიო, 19 იანვარი, 2019 წელი.
"ქალთა მარში", ტორონტო, ონტარიო, 19 იანვარი, 2019 წელი.

ვაშინგტონის ყოფილი პირველი ლედი კორა მასტერ ბარი კი ამბობს, რომ ქალები ერთად უნდა იდგნენ:

"ყოველთვის ამბობენ, რომ ქალები ერთად უნდა იდგნენ. ან ერთად ვიდგებით, ან დავიშლებით. ასე რომ გეუბნებით თავისუფლებისთვის მებრძოლი ჰარიეტ ტუბმანის სიტყვებს, როდესაც გაიგონებთ, რომ ძაღლები გიახლოვდებიან, განაგრძეთ მოძრაობა. როდესაც იძახიან თქვენს სახელს და ცდილობენ ჩამოგახრჩონ, გააგრძეთ სვლა", - ამბობს კორა ბარი.

"ქალთა მარში" წელსაც ათეულობით სხვადასხვა ქალაქში გაიმართა, როგორც შტატებში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG