ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დე ვაალი: კოჰაბიტაცია არჩევნებით დასრულდება


ამერიკის ხმის ქართულ რედაქციასთან ჩაწერილ ინტერვიუში კარნეგის მშვიდობის ფონდის ექსპერტი ტომას დე ვაალი, რომელიც საქართველოში არსებულ სიტუაციას კარგად იცნობს ამბობს, რომ გაურკვევლობა უცხოეთში, საქართველოში მიმდინარე დაკავებებთან დაკავშირებით, გრძელდება, თუმცა მთლიანობაში-საქართველოს დასავლელი პარტნორები ძალიან ბედნიერი არიან საქართველოს გარდამავალი ეტაპით დ მიღწეული პროგრესით. ეს განსაკუთრებით საქართველოს მოლაპარაკებებს შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობებში.
თუმცა, არჩევნების შემდეგ მთავარი იქნება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და მოხდება თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილის გასამართლება, რასაც შესაძლოა დიდი საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვეს-დასძინა მან.
ჩვენს კითხვაზე, თუ როგორ დაახასიათებდა კოჰაბიტაციის პროცესს ბოლო ერთი წლის განმავლობაში მან გვითხრა, რომ ეს რთული ეტაპია ნებისმიერი ქვეყნისთვის, სადაც პრემიერი ერთ პარტიას მიეკუთვნება, პრეზიდენტი კი მეორეს. ასეა მაგალითად საფრანგეთში. საქართველოში კი ეს ბევრად მტკივნეული იყო, რადგან ორი ლიდერი პოლარიზებული გარემოს ფონზე ერთმანეთს დაუპირისპირდა გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში.

მაგრამ კოჰაბიტაცია დასრულდება არჩევნების შემდეგ-აცხადებს ტომას დე ვაალი.
"ამ დროს, დიდი უმცირესობა, მაგრამ ერთი უმრავლესობა იქნება პარლამენტში."
ვილნიუსის მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებით, დე ვაალი ფიქრობს, რომ საქართველო, სომხეთთან და უკრაინასთან შედარებით, კარგ სიტუაციაშია. რუსეთმა უკვე გამოიყენა თავისი წნეხი ხაქართველოზე-ასე მოხდა სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებაში. რუსეთი ამაზე მეტს ვერაფერს ვეღარ გააკეთებს-აცხადებს ექსპერტი, და შესაბამისად, თბილისმა უნდა გააგრძელოს სვლა ევროკავშირისკენ.

სტალინის ძეგლებთან, რაზეც დრო და დრო გვესმის საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, კარნეგის მშვიდობის ფონდმა გაზაფხულზე კვლევა ჩაატარა.

ტომას დე ვაალის აზრით, მიზეზი შემდეგში მდგომარეობს:
მიხეილ საკაშვილის მცდელობის საპასუხოდ-გადაელახა სტალინის მემკვიდრეობის გარეგნული გამოვლინება სხვადასსხვა მონუმენტებისა და სიმბოლოების [განადგურების] სახით, სააკაშვილის ძალაუფლების დასრულების შემდეგ ადამიანებში წარმოშვა სურვილი, რომ მათ სპონტანურად გაეხსენებინათ სტალინი. ეს ბუნებრუივი იყო, თუმცა არა მაინცდამაინც ჯანსაღი მოვლენა-ამბობს დე ვაალი. ამას გარდა, ეს მოვლენები შემაშფოთებელი ტენდენცია იყო იმათთვის, ვინც სტალინის ფიგურას იცნობს.
კარნეგის ცენტრის კვლევის მიხედივით,-განგვიმარტა დე ვაალმა-სტალინი ქართველებისთვის არა როგორც პოლიტიკური ფიგურა არამედ ერთგავარ კულტად, რელიგიურ ფიგურად გამოიკვეთა, რომელიც პოლიტიკის მიღმა დგას. "ეს არ არის ჯანმრთელი მოვლენა, თუმცა ჩვენ დავასკვენით, რომ ის ქართველები, რომლებიც სტალინს იწონებენ, სულაც არ იწონებენ გულაგს და სხვა საშიშ მოვლენებს."
XS
SM
MD
LG