ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტეხასელი თავდამსხმელი ადრე სამხედრო ტრიბუნალზე იყო გადაცემული


ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თეთრკანიანი თავდამსხმელი, რომელმაც საკვირაო წირვის დროს, ტეხასის პატარა ქალაქის ეკლესიაში და მის გარეთ მლოცველები დახოცა, 26 წლის დევინ კელი აღმოჩნდა.

მან სადერლენდ სპრინგსის პირველი ბაპტისტური ეკლესიის თეთრ გუმბათიან ტაძარში, 11 საათზე, წირვის დროს, 26 ადამიანი მოკლა და სულ ცოტა 20 დაჭრა.

სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კელი, რომელიც ადრე ნიუ მექსიკოს შტატში განლაგებულ ჰოლომანის ავიაბაზაზე, ლოგისტიკურ ქვედანაყოფში მსახურობდა, ტრიბუნალის წინაშე, ერთხელ მეუღლეზე და ერთხელ შვილზე ძალადობის გამო იყო წარდგენილი.

ამ ინციდენტების შედეგად, ის ცუდი საქციელის გამო სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს, 12 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს და სამხედრო წოდება ჩამოუქვეითეს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG