სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანის“ მიერ სამხედრო ბაზაზე მიტანილი იერიშის შედეგად. დაღუპულები და დაშავებულები ავღანეთის სამთავრობო დანაყოფების ჯარისკაცები არიან.
ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „თალიბანმა“ იერიში მიიტანა ყანდაარის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სადაც შეტაკებები რამდენიმე საათს გაგრძელდა. ოფიციალური პირების ინფორმაციით სულ მცირე 12 თავდამსხმელია ლიკვიდირებული.
რეგიონის სამხედრო სპიკერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ მთავრობამ კონფლიქტის ზონაში სამხედრო დანაყოფები მალევე განათავსა და ტერიტორიაზე კონტროლი მოიპოვა.
მხოლოდ გასულ წელს ავღანეთში მომხდარი შეტაკებებისას 7 000-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და 12 000-მდე დაშავდა.
Facebook Forum