ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული დაზვერვის ვარაუდით, ავღანეთში კონფლიქტი გამწვავდება


ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ უახლოეს წლებში ავღანეთში კონფლიქტი შესაძლოა დამძიმდეს. ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკა მეტ სამხედრო შეიარაღებას შეიტანს ზონაში, სადაც 16 წელია ბრძოლა არ წყდება.

ხუთშაბათს სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე სხვა გლობალურ საფრთხეებზე მსჯელობასთან ერთად ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუტსმა განაცხადა, რომ თალიბანი ავღანეთის პროვინციებში ძალას იკრებს. ქვეყნის მთავრობა კი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
„დაზვერვის შეფასებების მიხედვით, თითქმის დარწმუნებულნი ვართ, რომ ამერიკისა და მისი პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერის მცირედით გაზრდის მიუხედავად, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ავღანეთში 2018 წლამდე გაუარესდება“, - განაცხადა ქოუთსმა.

ამერიკას ამჟამად ავღანეთში 8 400 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი. განიხილება კიდევ 5 000 ჯარისკაცის გაგზავნა. პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ უახლოეს დღეებში მიიღებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG