ტაჯიკეთის ოფიციალური პირების ცნობით, 25 ისლამისტი მეამბოხე, რომლებიც გუშინ გვიან დუშანბეში მდებარე ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის წინასწარი დაკავების საკნიდან გაიქცა, ანტი სამთავრობო დაჯგუფება-„უზბეკეთის ისლამური მოძრაობის“ წევრები იყვნენ და 10 დან 30 წლამდე ჰქონდათ მისჯილი.
ხელისუფლება კვლავაც აგრეძელებს დამნაშავეების ძებნას.
ხელისუფლების ცნობით, გაქცეულთა შორის არიან ტერორიზმის მუხლით სასჯელ მისჯილი რუსეთისა და ავღანეთის მოქალაქეები.