ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსხვერპლი ქალაქ დარაიაში


ქალაქში განუწყვეტლივ ისმის საარტილერიო ცეცხლის ხმა

სირიელი ოპოზიციის აქტივისტები აცხადებენ, რომ მიმდინარე კვირას სამთავრობო ძალებმა ქალაქ დარაიაში ასამდე ადამიანი მოკლეს. ქალაქში განუწყვეტლივ ისმის საარტილერიო ცეცხლის ხმა. დარაიას დაბომბვა წარმოადგენს სირიის მთავრობის მცდელობას აღადგინოს კონტროლი დედაქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე. აქტივისტების განცხადებით, არმიის ტანკები და საბრძოლო ვერტმფრენები სხვა ქალაქებში რეიდებს ატარებენ. პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადი დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ტერორისტებს ადანაშაულებს იმ სისხლისღვრაში, რომელსაც უკვე 18 თვეა ადგილი აქვს სირიის უმეტეს ქალაქში.
XS
SM
MD
LG