ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დამასკოს ცენტრში 3 ადამიანი დაიღუპა


სირიის მეამბოხეებმა დამასკოს ერთ-ერთ მდიდრულ უბანზე თავდასხმა განახორციელეს. პრეზიდენტის მხარდამჭერმა ძალებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შედეგადაც დაიღუპა ორი მეამბოხე და უშიშროების ძალების ერთი წარმომადგენელი. მაზეს უბანი ცნობილია იქ მდებარე საელჩოებითა და მთავრობის მაღალჩინოსანთა სახლებით. სირიის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოს სანას განცხადებით, შეტაკებამ მოსახლეობის პანიკა გამოიწვია. სირიაში ერთწლიანი დაპირისპირების დაწყებიდან დამასკოს ცენტრალურ ნაწილში მსგავს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია.

XS
SM
MD
LG