ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ომი სირიაში


ამბოხებულებმა ალეპოში სახელმწიფო ტელესადგურის აღება სცადეს

სირიაში სამთავრობო ძალები ამბოხებულებზე შეტევას განაგრძობენ, როგორც ალეპოში, ასევე დამასკოს ზოგიერთ გარეუბანში. ალეპოში, ამბოხებულებმა დღეს ალეპოში სახელმწიფო ტელესადგურის აღება სცადეს.

ლონდონში მოქმედი სირიის ადამიანის უფლებების დაცვის ცენტრის განცხადებით, პარასკევს ბრძოლების დროს ოცზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ პარასკევს მიიღო რეზოლუცია, სადაც დაგმობილია მეამბოხეთა წინააღმდეგ მძიმე შეიარაღების გამოყენება.

ასამბლეამ ასევე გააკრიტიკა გაეროს უშიშროების საბჭო,რომელმაც ვერ შეძლო სირიაში ძალადობის შეჩერება.
XS
SM
MD
LG