სირიის მთავრობა უარყოფს ინფორმაციას, რომ ვიცე-პრეზიდენტი ფარუქ ალ-შარა ქვეყნიდან გაიქცა.
სირიის ტელევიზიით ვიცე პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 73 წლის სუნიტი მუსლიმი ფარუქ ალ-შარა ქვეყნის დატოვებას არ აპირებს.
ტელევიზიით ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ შარა პარასკევს ალჟირელი ვეტერანი დიპლომატის ლაქდარ ბრაჰიმის გაეროს პოსტზე დასახელებას მიესალმა. ბრაჰიმი გაეროს სპეციალურ ელჩს სირიაში კოფი ანანს შეცვლის.
შაბათს სირიაში სამთავრობო ძალებმა მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე და ქალაქ აზაზში რეიდი ჩაატარეს. რამდენიმე დღის წინ ამ ქალაქში ასადის ძალების შეტევას 40 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
73 წლის სუნიტი ვიცე-პრეზიდენტი ფარუქ ალ-შარა ქვეყნის დატოვებას არ აპირებს
პოპულარული
1