ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ალეპოსთან ბრძოლები ინტერნსიური გახდა


ალეპოსთვის ბრძოლა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მას დამასკო, რასტანი და დერ ეზური უსწრებს

სირიელი აქტივისტების თქმით, ბრძოლები ალეპოსთან თანდათან უფრო ინტენსიურ ხასიათს ატარებს. ქვეყნის უდიდეს ქალაქში ოპოზიციაა გამაგრებული და სამთავრობო არმია იქ შეტევას რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. გუშინ მასშტაბურ საჰაერო და სახმელეთო თავდასხმას ჰქონდა ადგილი. თვითმხილველები ანალოგიური შეტევების შესახებ სირიის სხვა ქალაქებიდანაც იტყობინებიან.

ბრიტანელი ანალიტიკოსის, ნადიმ შეჰადის თქმით, ალეპოსთვის ბრძოლა ჯერ მხოლოდ საწყის ეტაპზეა და მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მას დამასკო, რასტანი და დერ ეზური უსწრებს.

დღეს პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა ვაელ ალ-ჰალყი სირიის ახალ პრემიერ-მინისტრად დაამტკიცა. გასულ კვირას ყოფილი პრემიერი ამბოხებულების მხარეს გადავიდა. პარალელურად, სირიის უახლოესი მოკავშირე -ირანი- ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის დასაძლევად საერთაშორისო მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელსაც მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. მათ შორისაა რუსეთი, ავღანეთი, ერაყი და პაკისტანი.
XS
SM
MD
LG