ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიდი ტერაქტი დამასკოში


Syrian Defense Minister
Syrian Defense Minister

აფეთქების შედეგად სირიის თავდაცვის მინისტრი დაიღუპა

დამასკოში უშიშროების სამინისტროს შენობაში თვითმკვლელმა ტერორისტმა დიდი აფეთქება მოაწყო, რომლის დროსაც სირიის თავდაცვის მინისტრი დაუდ რაჯიხა და მისი მოადგილე, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ქვისლი ასეფ შაუკატი დაიღუპნენ.

ეს მასშტაბური ტერაქტი სირიის დედაქალაქში სამთავრობო ჯარებსა და მეამბოხეებს შორის დაწყებულ გააფთრებულ ბრძოლებს მოჰყვა.

დღესვე, გაეროს უშიშროების საბჭო სირიაში დამკვირვებელთა მისიის გაგრძელების საკითხს განიხილავს. ბრიტანეთი, საფრანგეთი, შეერთებული შტატები და გერმანია სირიის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას უჭერენ მხარს, მაშინ როდესაც რუსეთი ვეტოს უფლების გამოყენებას აპირებს.
XS
SM
MD
LG