სირიის მთავრობამ მძიმე ტექნიკა შეიყვანა დამასკოში მაშინ, როდესაც დედაქალაქის ქუჩებში სამთავრობო ძალებსა და მეამბოხეებს შორის ბრძოლები გრძელდება.
სირიის ოპოზიციის აქტივისტების განცხადებით, ბრძოლა დამასკოს ცენტრში და რამდენიმე გარეუბანში მიმდინარეობს.
სირიაში გაეროს წარმომადგენელი კოფი ანანი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან აპირებს შეხვედრას, რომელიც სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის მთავარ მოკავშირედ ითვლება.
რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთი მოსკოვის დაშანტაჟებაში დაადანაშაულა, რათა რუსეთის მხარდაჭერა მიეღო გაეროს უშიშროების საბჭოში სირიის საწინააღმდეგო რეზოლუციის საკითხში.
ამასობაში, წითელი ჯვრის საერთაშოისო ორგანიზაციამ სირიაში მიმდინარე კონფლიქტი სამოქალაქო ომად გამოაცხადა.