ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში სისხლისღვრა გრძელდება


კოფი ანანმა სოფელ ტრემსეხში მომხდარ მკვლელობებში მთავრობა და ოპოზიცია დაადანაშაულა

გაეროს დამკვირვებლები სირიაში დამასკოდან ჰამას რაიონის სუნიტებით დასახლებულ სოფელ ტრემსეხში გაემგზავრნენ, სადაც ორი დღის წინ 150 ადამიანი მოკლეს.

სირიაში გრძელდება შეაიარაღებული შეტაკებები სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციას შორის. ადამიანის უფლებათა აქტივისტების განცხადებით, პრეზიდენტ ასადის ერთგულმა ჯარებმა ქალაქი ხირბეთ ღაზალი დაბომბეს.
სირიის ოპოზიციის მტკიცებით, ანტი-სამთავრობო გამოსვლების დროს დღეს კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა.

გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა სირიაში კოფი ანანმა სოფელ ტრემსეხში მომხდარ მკვლელობებში მთავრობა და ოპოზიცია დაადანაშაულა, რომლებიც ერთმანეთს აბრალებენ მომხდარ ტრაგედიას.
XS
SM
MD
LG