ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში ძალადობას 200 ადამიანი ემსხვერპლა


სამთავრობო ძალებმა ტრეიმზაში შეიარაღებულ დაჯგუფებაზე მიიტანეს იერიში

სირიის ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებით, სამთავრობო ძალებმა ჰამას პროვინციის ერთ-ერთ სოფელში 200 ადამიანი გამოასალმეს სიცოცხლეს.

აქტივისტების და თვითმხილველთა განცხადებით, სამხედროებმა სოფელი ტრეიმზა ტანკებით და შვეულმფრენებით აიღეს.

სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სამთავრობო ძალებმა ტრეიმზაში შეიარაღებულ დაჯგუფებაზე მიიტანეს იერიში. დამასკო, ისევე როგორც წინა მასობრივი ხოცვა-ჟლეტისას, მომხდარზე პასუხიმსგებლობას ე.წ.ტერორისტებს აკისრებს.

ინციდენტი წინ უძღვის გაეროს უსაფრთხოების საბჭოზე გამართულ დებატებს, რომელზეც მკაცრად დააყენეს საკითხი სირიისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. სანქციები იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ მთავრობა მშვიდობიანი მოსახლეობის და ოპოზიციის წინააღმდეგ მძიმე ტექნიკის გამოყენებას გააგრძელებს.



XS
SM
MD
LG