ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის მთავრობის განცხადება


სოფელ ტრემსეხში 150 ადამიანი მოკლეს

სირიის ხელისუფლება უარყოფს ტანკების და ავიაციის გამოყენების ფაქტს სოფელ ტრემსეხთან მომხდარი შეტაკების დროს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინიტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ სოფელთან გამართული ხოცვა-ჟლეტა ტერორისტების განადგურებას ისახავდა მიზნად და ავტომატების და ყუმბარტყორცნის გარდა სხვა იარაღი არ იყო გამოყენებული.

სირიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ შეტაკებაში 39 ადამიანი დაიღუპა და მათ შორის მხოლოდ ორი სამოქალაქო პირი იყო. ოპოზიცია კი აცხადებს, რომ სოფელ ტრემსეხში 150 ადამიანი მოკლეს.

გაეროს წარმომადგენლის სუზან გოშეს განცხადებით, სირიის სამთავრობო ძალებმა მძიმე იარაღი გამოიყენეს ოპოზიციის აქტივისტების და არმიიდან დეზერტირებული ჯარისკაცების ოჯახების წინააღმდეგ.

XS
SM
MD
LG