სირიამ დაგმო შეერთებული შტატების ლიდერობით მოქმედი კოალიციის თავდასხმა სამთავრობო ძალების პოზიციაზე, რომელმაც, სირიის ოფიციალური პირების თქმით, რამდენიმე ადამიანი მოკლა და მატერიალური ზიანი გამოიწვია.
სირიის განცხადებით, იორდანიის საზღვართან პარასკევს განხორციელებული საჰაერო დარტყმები, სირიის არმიის და მისი მოკავშირეების ე.წ. „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას აფერხებს.
სირიის მთავრობის უახლოესმა მოკავშირე რუსეთმა, სამთავრობო ძალების პოზიციებზე საჰაერო თავდასხმას „მიუღებელი“ უწოდა.
გუშინ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ კოალიციის თვითმფრინავებმა დარტყმა მიაყენეს სირიის მთავრობის მომხრე ძალებს, რომელიც კონფლიქტისგან თავისუფალი ზონის დარღვევას აგრძელებდა. ეს ზონა საჯარისო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზეა დაწესებული, სადაც საგანგებო დანიშნულების ძალები სირიელთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს წვრთნიან.
Facebook Forum