ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფეთქება სირიაში


სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქალაქ ჰამასთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა

გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა უშიშროების საბჭოს სირიისთვის იარაღის მიყიდვაზე ემბარგოს დაწესება სთხოვა. მან იმ ქვეყნების მოქმედებები, რომლებიც სირიას იარაღს აწვდიან, „უპასუხისმგებლოდ“ შეაფასა.

ამ ფონზე, სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ქალაქ ჰამასთან ახლოს მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 34 ადამიანი დაიღუპა.

საინფორმაციო სააგენტო „სანა“ აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ასევე დაშავდა 50 ადამიანი. ინციდენტი სოფელ ალ-ჰურასთან მოხდა.

პოლიციის ინფორმაციით, „ტერორისტებმა სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რომელიც 3 ტონა ასაფეთებელი ნივთიერებებით იყო დატვირთული, რამაც სოფელში დიდი რაოდენობით მსხვერპლი გამოიწვია.“

სირიის მთავრობის წარმომადგენლები მეამბოხეებს, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის მთავრობის დამხობას ცხილობენ, „ტერორისტებს“ უწოდებენ.
XS
SM
MD
LG