ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება


დღეს სირიელები მონაწილეობენ იმ არჩევნებში, რომელშიც პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის დამაჯერებელ გამარჯვებას მოელიან. ამავე დროს, მთელს ქვეყანაში, სისხლიანი სამოქალაქო ომი მძვინვარებს.

სირიის ოპოზიციამ და დასავლელმა მოკავშირეებმა ეს არჩევნები არ ცნეს. საარჩევნო მარათონში ასადის წინააღმდეგ, მთავრობის მიერ ნებადართული, ორი ნაკლებად ცნობილი კანდიდატი იბრძვის.

სირიის პრემიერ მინისტრმა, ვაელ ალ ჰალქიმ ხალხს ხმის მიცემისკენ მოუწოდა და სამშაბათს მან სირიისთვის „ისტორიული დღე“ უწოდა, რომელიც, მისი თქმით, ქვეყანას აღორძინების გზაზე დააყენებს.

სამ წელიწადზე მეტია, ამბოხებულები ასადის გადასაყენებლად იბრძვიან.

ის ხელისუფლებაში 2000 წლიდან იმყოფება, როცა მამამისის გარდაცვალების შემდეგ პრეზიდენტი გახდა. 2007 წელს, მეორე საპრეზიდენტო ვადის არჩევნებზე, ის საარჩევნო სიაში ერთადერთი კანდიდატი იყო.
XS
SM
MD
LG