აშშ-მა დაგმო სირიის სამთავრობო ტელევიზიაზე შეიარაღებული თავდასხმა. ამასთან, ოფიციალური პირების განცხადებით, ჟენევაში დაგეგმილი მსოფლიო ლიდერთა შეხვედრა გადამწყვეტი იქნება სირიის 15-თვიანი კონფლიქტის დასასრულებლად. თავდამსხმელებმა „ალ-იქბარიას“ სატელიტურ არხზე იერიში ცეცხლსასროლი იარაღით და ყუმბარებით მიიტანეს. დაიღუპა 3 ჟურნალისტი. არხი კერძო საკუთრებას წარმოადგენს, თუმცა, ასადის მთავრობის ინტერესებს ემსახურება. რეიდის შემდეგ მაუწყებლობა მალევე აღდგა.
ინციდენტი დღეს სირიის სამთავრობო ტელეარხზე მიტანილი იერიშის დროს მოხდა
ამავე თემაზე
პოპულარული
1