ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიური იარაღის რეზოლუციის პროექტი მზადაა


Mideast Syria UN
Mideast Syria UN

მონიტორინგის ჯგუფმა რეზოლუციას კენჭი დღეს უნდა უყაროს, რის შემდეგაც ინსპექტორები არსენალის შემოწმებას დაიწყებენ

მომავალ სამშაბათს საერთაშორისო ექსპერტები ქიმიური იარაღის მონიტორინგის ჯგუფის მიერ დადგენილი გეგმის მიხედვით, სირიის ქიმიური იარაღის არსენალის ინსპექციას დაიწყებენ.
მონიტორინგის ჯგუფმა რეზოლუციას კენჭი დღეს საღამოს უნდა უყაროს, რის შემდეგაც ინსპექტორები არსენალის შემოწმებას დაიწყებენ. ისნპექტორები 30 დღის განმავლობაში ყველა იმ საცავის ტერიტორიაზე შევლენ, რაც დამასკოს მიერ შედგენილ სიაშია წარმოდგენილი.
თუმცა მონიტორინგის გეგმა დამასკოს ავალდებულებს, საერთაშორისო ინსპექტორები იმ ადგილებზეც შეუშვას, რაც მათი აზრით საეჭვოა.
თუ უშიშროების საბჭომ მონიტორინგის ჯგუფის გეგმა დაამტკიცა, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადს დაევალება, საერთაშორისო საზოგადოებას ქიმიური იარაღის არსენალი 2014 წლის შუამდე გადასცეს.
XS
SM
MD
LG