ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქიმიური იარაღის აკრძალვის თემა კვლავ აქტუალურია


პრეზიდენტმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეიქმნას რეზოლუცია, რომელიც ბაშარ ალ ასადის მთავრობის ზუსტ ვალდებულებებს განსაზღვრავს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სხდომაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს მოქმედების გეგმა დასახონ იმ შემთხვევისთვის, თუ სირიის მთავრობა ქიმიური იარაღის საკითხზე საერთაშორისო საზოგადოებასთან თანამშრომლობას შეწყვეტს.

პრეზიდენტმა ობამამ ასევე ხაზი გაუსვა ქიმიური იარაღის გამოყენებაზე აკრძალვის საკითხს. მან მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას შეიქმნას რეზოლუცია, რომელიც ბაშარ ალ ასადის მთავრობის ზუსტ ვალდებულებებს განსაზღვრავს.

ბარაკ ობამამ ასევე აღნიშნა, რომ მან დაავალა სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე დიპლომატიური შეთანხმების პროცესს უხელმძღვანელოს.

გაეროს ასამბლეაზე გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტი ასევე შეეხო ისრაელ-პალესტინის საკითხს და მოუწოდა ორივე მხარეს გარკვეული დათმობებზე წავიდნენ

პრეზიდენტი ობამა საკუთარ გამოსვლაში ერაყსა და ავღანეთში ომების დასრულებას და დაზვერვის სამსახურებისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხსაც შეეხო.
XS
SM
MD
LG