ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი: სამხედრო ალტერნატივა უნდა დარჩეს


ანდერს ფოგ რასმუსენი
ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამერიკის ხმის ჟურნალისტს სკოტ სტერნსს უცხადებს, რომ რეალურად სწორედ ამერიკის სამხედრო დარტყმის საფრთხემ აიძულა სირია დათანხმებულიყო ქიმიური იარაღის განადგურების გეგმაზე. შესაბამისად, ეს საფრთხე უნდა შენარჩუნდეს.

რასმუსენი: სამხედრო ალტერნატივა უნდა დარჩეს განსახილველ ვარიანტად, რადგან ის პოლიტიკური პროცესისთვის მუხტს უზრუნველყოფს.

ბატონ რასმუსენთან ინტერვიუ გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად მიმდინარეობდა. სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდა შეიქმნას ქმედითი გეგმა, რათა მომავალ წლამდე ქიმიური იარაღის განადგურება მოხდეს.

რასმუსენი: მოვუწოდებ უშიშროების საბჭოს მიიღოს მკაფიო და დამავალდებულებელი რეზოლუცია, რომელიც სირიაში ქიმიური იარაღის სრული არსენალის სწრაფ, უსაფრთხო და გადამოწმებად ვითარებაში განადგურებას უზრუნველყოფს.

ცნობილია, რომ რუსეთი ეწინააღმდეგება აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ძალისხმევას რეზოლუციაში ჩაიდოს მოთხოვნის ტექსტი, რომელიც სირიის მიმართ შედეგებს გაითვალისწინებს დამასკოს მიერ ქიმიური იარაღის გადაგურებასთან დაკავშირებული გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში.

ანდერს ფოგ რასმუსენი არ ვარაუდობს, რომ ალიანსი აქტიურად ჩაერევა სირიის კრიზისის მოგვარებაში გარდა ინდივიდუალური წევრების მონაწილეობისა-გეგმის განხორციელებაში შეიტანონ წვლილი.

ავღანეთთან დაკავშირებით, რასმუსენმა თქვა, რომ მომავალ წელს, ნატოს ჯარების გასვლამდე არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება.
XS
SM
MD
LG