ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები 20 თებერვალს განახლდება


სირიის სამშვიდობო მოლაპარაკებები 20 თებერვალს განახლდება, ინფორმაციას ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში სტეფან დე მისტურა ავრცელებს.

მოლაპარაკებები ჟენევაში 8 თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა, როგორც დე მისტურა აცხადებს, სირიის ოპოზიციას ამ დროისთვის შეხვედრაში მონაწილეების სია არ ექნებოდა.

სირიაში მოვლენების მიმდინარეობაზე დე მისტურამ ანგარიში გაეროს უშიშროების საბჭოს წარუდგინა, მათ შორის იყო ყაზახეთში გამართული მრავალმხრივი მოლაპარაკებების შეჯამება. ყაზახეთის დედაქალაქში რუსეთი, სირია და ირანი ცეცხლის-შეწყვეტის შეთანხმების მონიტორინგზე შეთანხმდნენ.

უშიშროების საბჭოს შეფასებით, ასტანაში გამართული მოლაპარაკებები წინ გადადგმული ნაბიჯია. მოლაპარაკებების მიზანი სირიის ექვსწლიანი კონფლიქტის დასრულებაა.

XS
SM
MD
LG