სირიაში არეულობის გამძაფრების ფონზე, ამბოხებულები - თავისუფალი სირიის არმია ტექნოლოგიური სახის დახმარებას ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრები ახალგაზრდა სირიელებისგან იღებს. „ამერიკის ხმის” რუდი ბახტიარი სირიაში იმყოფებოდა და იმ ორი ძმის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ ამბოხებულთა დასახმარებლად, სირიის მთავრობის წინააღმდეგ წამოწყებულ ეგრეთ წოდებულ „მედია ომში”.
თურქეთის საზღვრიდან სირიაში გადასასვლელი გზა სახიფათოა. მაშინ როდესაც ერთ მხარეს თურქი სამხედროები პატრულირებენ, ხოლო მეორე მხარეს სირიელი მეამბოხეები იბრძვიან, კონფლიქტში ჩათრევის საფრთხე ძალიან დიდია.
თუმცა, 29 წლის სირიელი აიმან ალ ჰადადისთვის, ეს ის რისკია, რომლის გაღებაც მას სურს.
„უნდა ვიპოვნო გზა, რომ შიგნით შევაღწიო და რაიმე გავაკეთო იმ ადამიანებისთვის, რომლებიც (სირიის პრეზიდენტმა) ბაშარ ასადმა მოკლა. იარაღის ტარება არ შემიძლია, თუმცა შემიძლია გარკვეული ტექნოლოგიების შეტანა - ჩვენ მხოლოდ იარაღის ომში არ ვართ, ჩვენ მედია ომში ვართ ჩართული და მედია ომი ნიშნავს იმას, რომ საჭიროა ტექნოლოგია. ტექნოლოგია უნდა გამოიყენო,” - ამბობს აიმანი.
ალ ჰადადი სირიის ოპოზიციონერ აქტივისტებს ინფორმაციის ქვეყნის გარეთ გავრცელებაში ეხმარება. ცოტა ხნით ადრე სირიაში მოგზაურობისას, ალ ჰადადმა თანამგზავრული ტელეფონები და კომპიუტერები ჩაუტანა თავისუფალი სირიის არმიას, რათა ამ უკანასკნელმა ფოტო და ვიდეო-მასალის გავრცელება შეძლოს.
ინფორმაციის მიწოდება სირიაში შეზღუდულია. ამ ნიშას სახელმწიფო ტელევიზიები იკავებს. საერთაშორისო რეპორტაჟები ალაგ-ალაგ ჩნდება, რადგან სირია უცხოელ ჟურნალისტებს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევს და ამით მათ ერთადერთ - რეპორტაჟების უკანონო გზით მომზადების გზას უტოვებს.
ალ ჰადადის თქმით, თავისუფალი სირიის არმიის შესახებ ინფორმაციის გავრცელება, არმიის გადასაწყვეტია.
„მათ მედიის მხარდაჭერა ესაჭიროებათ. ამ დრომდე, მედია კარგად არ მუშაობს. სირიიდან მხოლოდ მცირედ ინფორმაციას ვიღებთ,” - ამბობს ალ ჰადიდი.
ალ ჰადადის 18 წლის ძმა, აბუდი, თავისუფალი სირიის არმიასთან ერთად ცხოვრობს და მოგზაურობს, და ფრონტის წინა ხაზზე განვითარებული მოვლენების ასახვას და ინფორმაციის გასავრცელებლად მასალების უფროსი ძმისათვის გადაგზავნას ცდილობს.
ალ ჰადადის თქმით, მისი ძმა, რომელიც თავისუფალი სირიის არმიაზე მძლავრი შეტევისას დაშავდა, მისი გმირია.
„დღეს, ამ რევოლუციის დროს, ჩვენ ყველაფრის დაფიქსირება, ფირზე აღბეჭდვა უნდა შევძლოთ - ყველა იმ ადამიანისა, რომელიც მოკლეს. ყველა იმ ქალისა, რომელიც მოკლეს.”
ალ ჰადადის თქმით, თავისუფალი სირიის არმიამ საკუთარი მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია უნდა გაავრცელოს. ამბოხებულებმა უნდა ისაუბრონ სამხედრო წვრთნის ნაკლებობის შესახებ.
„მე ვნახე ეს მამაცი ხალხი, რომლებსაც არანაირი გამოცდილება არ აქვთ იარაღთან, ომთან მიმართებაში, რადგან ეს მართლაც ომია.”
ალ ჰადადი პირობას იძლევა, რომ გააგრძელებს მედია ომს.
„მე განვაგრძობ ჩემს ქვეყანაში ჩემი ხალხის დახმარებას. სხვა არჩევანი არ მაქვს. მე ეს უნდა გავაკეთო. ისინი ჩემი ოჯახია,” - ამბობს ალ ჰადადი.